weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში 10 000 კგ ცოცხალი კიბორჩხალა მალულად შემოჰქონდათ – საგამოძიებო სამსახური

12:25 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი შემოჰქონდა.

„საბაჟოზე წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სხვადასხვა სახის ხილის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ხილის გარდა, სატვირთო მანქანით არადეკლარირებული ტვირთი - 10 339 კილოგრამი ცოცხალი კიბორჩხალა და 1110 კილოგრამი შებოლილი თევზის გადაჰქონდა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, ამოღებული საქონლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]